სტატიები

Published on: 27 July 2015

პოლიციელი, რომელმაც გვანახა თუ რატომ არ შეიძლება სიცხეში ჩაკეტილ ავტომობილში ყოფნა

აშშ -ს შტატ ჯორჯიას ფორსაიტის მხარის შერიფის მოადგილემ რობინ რიგანმა ნებაყოფლობით გაატარა 25 წუთი ჩაკეტილ ავტომობილში, იმისთვის რომ ეჩვენებინა ყველასთვის, თუ რატომ არ შეიძლება ბავშვების, მოხუცებისა და შინაური ცხოველების დატოვება სიცხეში, ჩაკეტილ ავტომობილში.

polismen-provel-eksperiment-na-sebe-chtoby-vse-ponyali-pochemu-nelzya-ostavlyat-detej-v-zharu-bez-prismotra-v-mashine_8f14e45fceea167a5a36dedd4bea2543

რეიგანმა განმარტა, რომ იგი ასეთ რისკზე მის რაიონში ამ წელს მომხდარი რამოდენიმე სასიკვდილო შემთხვევის გამო წავიდა: ” ჩვენ გვინდოდა შენიშვნა უფრო თვალსაჩინო გაგვეხადა, რომ ხალხს სცოდნოდა თუ რაზე მიდის საუბარი”.

polismen-provel-eksperiment-na-sebe-chtoby-vse-ponyali-pochemu-nelzya-ostavlyat-detej-v-zharu-bez-prismotra-v-mashine_a87ff679a2f3e71d9181a67b7542122c

როდესაც რობინი ავტომობილში ჩაჯდა იქ ტემპერატურა უკვე 36 გრადუსს უდრიდა და მან მალევე დაიწყო ოფლიანობა. შვიდი წუთის შემდეგ მისი პულსის სიხშირე ორჯერ გაიზარდა. 15 წუთის შემდეგ კი რეიგანმა თქვა, რომ იგი თავს გრძნობდა ისე როგორც ავადმყოფობისას.

polismen-provel-eksperiment-na-sebe-chtoby-vse-ponyali-pochemu-nelzya-ostavlyat-detej-v-zharu-bez-prismotra-v-mashine_e4da3b7fbbce2345d7772b0674a318d5

ექსპერიმენტის ბოლოს ტემპერატურამ სალონში მიაღწია 52 გრადუსს, მაშინ როდესაც ხელსაწყოთა პანელზე ფიქსირდებოდა ტემპერატურა 80 გრადუსი. როდესაც პოლიციელის გულის ცემამ მიაღწია 151 დარტყმას წუთში, იგი მიხვდა,რომ ის არის სითბური დარტყმის ზღვარზე. ” მე დიდი ხანი ვიყავი დეზორიენტებული და დღის მთელი დანარჩენი ნაწილი თავს ცუდად ვგრძნობდი.”

polismen-provel-eksperiment-na-sebe-chtoby-vse-ponyali-pochemu-nelzya-ostavlyat-detej-v-zharu-bez-prismotra-v-mashine_eccbc87e4b5ce2fe28308fd9f2a7baf3

პოლიციის თანამშრომლებს უნდოდათ,რომ ამ ექსპერიმენტზე რაც შეიძლება მეტ ხალხს გაეგო. ხალხს უნდა ესმოდეს: თუ ზრდასრულმა მამაკაცმა ძლივს გაუძლო ასეთ დატვირთვას, წარმოიდგინეთ როგორი გამოცდა იქნება ეს ბავშვებისა და მოხუცების ჯანრთველობისთვის.

polismen-provel-eksperiment-na-sebe-chtoby-vse-ponyali-pochemu-nelzya-ostavlyat-detej-v-zharu-bez-prismotra-v-mashine_c4ca4238a0b923820dcc509a6f75849b

“მე ვიქნები მოხარული, თუკი ჩვენი რისკი გაამართლებს და მილიონობით ადამიანი გააცნობიერებს ამ საშიშროებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, დაწყებული დღევანდელი დღიდან”.

 

თეგები: ,


Back to Top ↑