Published on: 10 July 2015
VW Golf -მა გინესის რეკორდი დაამყარა, ახლა ის ყველაზე ეკონომიური ავტომობილია
დიზელის Volkswagen Golf -მა დაამყარა გინესის რეკორდი, როგორც საწვავზე მომუშავე ყველაზე ეკონომიური ავტომობილი. უფრო ზუსტი სიტყვებით, რომ ვთქვათ გინესის რეკორდების წიგნში ასე წერია: ” აშშ -ს 48 შტატის გავლისას არაჰიბრიდულ ავტომობილებს შორის საწვავის ყველაზე ცოტა დანახარჯი”.
Golf -მა გააუმჯობესა ჰიბრიდული Honda Insight -ის შედეგიც კი, რომელმაც შემოიარა ასევე 48 შტატი და საწვავის საშუალო დანახარჯმა 100 კმ -ზე შეადგინა 3,16 ლიტრი.
150 ცხენის ძალის მქონე ჰეჩბეკმა მძიმე საწვავზე მომუშავე ოთხცილინდრიანი ტურბინირებული ძრავით გაიარა 13 250 კმ. ეკიპაჟი შედგებოდა ჟურნალისტის, უენ გერდესისა (სპეციალისტი საწვავის ეკონომიის საკითხში) და ინჟინერ-ელექტრიკ ბობ ვინგერდისგან. მათ ზემოთ ხსენებული მანძილი 16 დღეში დაფარეს. რეზულტატის შედეგად Golf -მა 100 კმ -ზე საშუალოდ 2,9 ლიტრი საწვავი მოიხმარა. ხოლო საწვავის მთლიანმა დანახარჯმა შეადგინა 384 ლიტრი.