Published on: 29 May 2015
600 ცხენის ძალის მქონე მუხლუხიანი ავტომობილი
ამერიკულმა კომპანია Howe and Howe Technologies -მა წარმოადგინა მუხლუხიანი ავტომობილი სახელად Ripsaw EV2 (აბრევიატურა, რომელიც ქართულად ასე იშიფრება: “ექსტრემალური სატრანსპორტო საშუალება”).
ასეთი ავტომობილის პროტოტიპი კომპანიამ ჯერ კიდევ 2001 წელს წარმოადგინა, რომელმაც აშშ -ს თავდაცვის სამინისტროს დიდი ყურადღება დაიმსახურა და ასევე გამოსცადეს ერაყში გამართულ საომარ მოქმედებებშიც. იმის მიუხედავად, რომ იგი არ გახდა ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი, Howe and Howe -მ მაინც მიიღო მთავრობის დაფინანსება, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა სხვა უპილოტო თუ პილოტიანი ავტომობილების ასაწყობად.
Ripsaw Ev2 -ის ტექნიკურ მახასიათებლებს კომპანია ჯერ-ჯერობით არ ამჟღავნებს. ასევე არ არის გასაჯაროვებული მისი ფასიც, რომელიც დამოკიდებული იქნება ავტომობილის კომპლექტაციაზე. ავტომობილის აწყობა ხდება კერძო შეკვეთით და ამ პროცესის პერიოდი მოიცავს დაახლოებით ნახევარ წელს.