სტატიები

Published on: 20 May 2015

ყველაზე იაფი ავტომობილი – Tata Nano განახლდა

ინდური კომპანია Tata -ს მიერ წარმოებული ყველაზე იაფი ავტომობილი განახლდა. ავტომობილმა მიიღო გარეგნული განახლებები, რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფი და საჭის ელექტროგამაძლიერებელი. ყველაფერი ეს ჯერ კიდევ რეკორდულად იაფი – $3000 ღირს.

Tata Nano -მ მიიღო ახალი ბამპერები, კორპუსით დაბურული ფარები და ახალი საჭე. კიდევ რაც უფრო მნიშვნელოვანია, Tata -ში ლაპარაკობენ კუზაოს გამყარებაზე, რაც მის უსაფრთხოებაზეც მეტყველებს.

ავტომატური გადაცემათა კოლოფი Easy Shift -ი იმუშავებს 0,6 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავასთან, რომელიც გამოიმუშავებს 38 ცხენის ძალასა და 51 ნმ ბრუნვით მომენტს. ორცილინდრიანი აგრეგატი შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე მოიხმარს 4,2 ლიტრ საწვავს.

2e1f070480c42253895cc27786

6dc85ceb967f3df3fe2122a15b

8b091fdbdcef0ec0eab82e9462

22b6276ea7ebc4000c15aa159f

24e5efe14c2057e50c1a4265bc

34e237043ed80045ca7b467bc6

71b58659bfc065fdc1d652549c

954ceb00deb28102eccf391f8a

2290b32deb19f62244329ee47e

a339d7e1a6d4f061db8cec15cb

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑