Published on: 18 May 2015
სლოვაკური AeroMobil -ი ტესტირების დროს დაიმტვრა
სლოვაკური AeroMobil -ი უკვე რამოდენიმე წელია აინტრიგებს მსოფლიოს თავისი აერომობილით, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სერიულ წარმოებამდე. კომპანიაში ამის მიზეზად ბევრი საჭირო ტესტის ჩატარება მოჰყავდათ, როგორც აღმოჩნდა, ისინი მართლები იყვნენ – კონცეპტის ერთ-ერთი ეგზემპლარი რამოდენიმე დღის წინ მორიგი გამოცდის დროს ჩამოვარდა.
AeroMobil -ის საჭესთან იჯდა კომპანიის თანადამარსებელი შტეფან კლაინი, რომელმაც დროულად მოასწრო კატაპულტირება და უვნებელი გადარჩა. თვითონ მწარმოებლები ინციდეტის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებენ, კლაინი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ დროულად იგრძნო აერომობილის გაუმართაობა და 300 მეტრის სიმაღლეზე მოახდინა კატაპულტირება.
მოკლედ რომ ვთქვათ AeroMobil -ის ცუდი პიარი გამოვიდა, რომლის სერიულ წარმოებაც მომავალი 2 წლის განმავლობაში დაგვპირდა კომპანია. არ იფიქროთ, რომ მათ ქმნილებას ფრენა არ შეუძლია – ნახეთ იგი მოქმედებაში. ვიმედოვნებთ, რომ მასზე მუშაობას კომპანიაში გააგრძელებენ.