სტატიები

Published on: 05 May 2015

Peugeot 208 -მ ეკონომიურობის რეკორდი დაამყარა

ჰეჩბეკი Peugeot 208 გახდა გრძელ დისტანციაში ყველაზე ეკონომიური ავტომობილი მსოფლიოში. ავტომობილმა, რომლის 1,6 ლ. მოცულობის ძრავა ანვითარებს 100 ცხენის ძალას, Peugeot -ის სატესტო პოლიგონზე 100 კმ-ზე საშუალოდ 2,0 ლიტრი საწვავი მოიხმარა.

ავტომობილმა გაიარა 2152 კმ და დაწვა 43 ლიტრი დიზელის საწვავი. Peugeot -მა სპეციალური 38 საათიანი ტესტი ჩაატარა საკუთარ პოლიგონზე ბელშამში (საფრანგეთი). დამკვირვებელი ორგანოს სახით წარმოდგენილი იყო ფრანგული ორგანიზაცია UTAC (Union Technique de l’Automobile, motocycle et cycle). კომპანია აცხადებს, რომ ავტომობილი იყო სრიულიად სტანდარტული – სამკარიანი ჰეჩბეკი 208, 100 ცხენის ძალის მქონე 1,6 BlueHDi ძრავითა და 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

Peugeot -ში აცხადებენ, რომ ამ რეზულტატის მიღწევა შესაძლებელი გახდა ავტომობილის მსუბუქი წონით, აეროდინამიკითა და რა თქმა უნდა თანამედროვე ოთხცილინდრიანი 1,6 ლიტრი მოცულობის მქონე ტურბოდიზელის ძრავით.


Back to Top ↑