Published on: 31 March 2015
Alpina -მ 50 წლის იუბილე ორი სპეცვერსიით აღნიშნა
Alpina -მ თავისი 50 წლის იუბილის საპატივსაცემოდ ერთდროულად ორი ახალი ავტომობილით აღნიშნა, ესენია B5 da B6 Bi-Turbo, რომლებიც კომპანიის ყველაზე მძლავრი მოდელები გახდნენ. ორმაგად დამუხტულმა 5- და 6-Series -ებმა მიიღეს 600 ცხენის ძალები.
ორივე მოდელი აღჭურვილია 4,4 ლიტრი მოცულობის ტურბინირებული V8 ძრავებით. Alpina -ს სპეციალისტებმა წაიმუშავეს დგუშებთან, გაშვების სისტემასთან, გაგრილებასა და გამოსაბოლქვ სისტემასთან. საბოლოო ჯამში მოდელების სიმძლავრე გაიზარდა 60 ცხენის ძალითა და 70 ნმ-ით. 100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელები ანვითარებენ 4,2 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 330 კმ/სთ -ს.
ახალი მოდელები ასევე აღიჭურვება Brembo-ს გაძლიერებული სამუხრუჭე სისტემით, ალუმინის 20 დიუმიანი დისკებით. შეცვლილი იქნება რამოდენიმე შტრიხი ექსტერიერში და კოსმეტიკური ცვლილებები დაგვხვდება სალონში.
B5 -ის ფასი შეადგენს 115 000 ევროს,ხოლო B6 Bi-Turbo კი ხელმისაწვდომი იქნება 135 000 ევროდ.