Published on: 13 March 2015
ნინო მუმლაძე:”ძალიან მინდა ჩემი შემდეგი ავტომობილი Nissan Juke იყოს”.
რუბრიკაში ცნობილები დღეს დრაივერის კითხვებს პასუხობს მსახიობი, ტელე და რადიო წამყვანი ნინო მუმლაძე.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
მართვის მოწმობა შარშან ივლისში ავიღე, მანქანა კი ნოემბერში ჩამომივიდა და მის შემდეგ ვმართავ ავტომობილს.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
როგორც ავღნიშნე ახალბედა მძღოლი ვარ და ეს ვერცხლიფერი Nissan March -ი ჩემი პირველი და ამჟამინდელი ავტომობილია.
ოცნების მანქანა არ მყავს, თუმცა ძალიან მინდა ჩემი შემდეგი მანქანა Nissan Juke იყოს. ვნახოთ რამდენად მოვახერხებ, ამ ეტაპზე ასეთი მანქანის შეძენას ვერ მოვახერხებ, ვნახოთ რა იქნება რამდენიმე წელიწადში 🙂
D: რა საწვავს ასხამთ?
იაპონური მანქანაა და ამიტომ უპრობლემოდ ვასხავ რეგულარს 🙂 . ისედაც ძალიან ეკონომიური მანქანაა.
D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?
სითიპარკმა მცა ერთხელ პატივი 😀 .
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
ეს ის აუცილებელი კომფორტია, რომლის გარეშეც ამდენს ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, რამდენი საქმის გაკეთებაც დღის მანძილზე მიწევს.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
რათქმაუნდა ჯერ-ჯერობით თავს ვერ დავდებ ძალიან მაგარ მძღოლობაზე, თუმცა ყველა ჩემი მეგობარი აღნიშნავს, რომ მშვიდად გრძნობენ თავს როდესაც მანქანას ვატარებ და ხშირადაც მაქებენ.
D: გიყვართ სიჩქარე?
კი, თან სულ მაგვიანდება და საკმაოდ ჩქარა დავდივარ.