სტატიები

Published on: 25 February 2015

შეეგებეთ ახალი თაობის Honda Jazz -ს

Honda -მ მოამზადა ახალი თაობის Jazz -ის საბაზრო ვარიანტი, რომელსაც ფართო საზოგადოება ჟენევის ავტოსალონში იხილავს, ამასთან მისი გაცნობა დეტალებში ახლა შესაძლებელია ჩვენთან.

დიზაინის მხრივ უნდა ითქვას, რომ ახალი Honda Jazz -ი ახალი Fita -ს დიზაინისგან დიდად არ განსხვავდება. განსხვავება მხოლოდ წინა ბამპერსა და რადიატორის ჩარჩოშია. ტექნიკურ მხარეშიც განსაკუთრებული სიურპრიზები არაა. ავტომობილი აწყობილია HR-V ბაზაზე და  წინამორბედთან შედარებით 15 მმ-ით სიგრძესა და 30 მმ -ით ბორბლების ბაზაში გაიზარდა. საბარგულის მოცულობა არის 354 ლიტრი, ხოლო სალონის ტრანსფორმაციის შემდეგ 884 ლიტრამდე იზრდება.

ავტომობილს ასევე აქვს სრულიად ახალი ინტერიერი სენსორული დისპლეით, ხმის იზოლაცია და კლიმატ-კონტროლის მართვის ბლოკი. ყველაფერ ამას მოძრაობაში მოიყვანს უალტერნატივო 102 ცხენის ძალის მქონე 1,3 ლ მოცულობის ძრავა, რომელიც დაკავშირებულია 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემის კოლოფთან.

ავტომობილის გაყიდვები იწყება ზაფხულში.

6eefdf1fa30220edd6b785fe32

51fea477ad415932a4e0f95770 e74e1f939d69f542a0efee4478

 

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑