სტატიები
Published on: 24 February 2015
Infiniti -მ Q30 -ის კონცეპტისგან კროსოვერი შექმნა
Infiniti -ს პრეს სამსახური ამძაფრებს ინტერესს კროსოვერ Qx30 -სადმი, რომლის პრემიერაც გაიმართება ჟენევის ავტოსალონში. ჯერ-ჯერობით ეს კონცეპტია, მაგრამ სერიული ვარიანტი, რომელიც სერიული გაყიდვების მზადებაში მყოფ Q30 -ს გაუწევს კომპანიას, ბევრს არ გვალოდინებს.
კროსოვერი Q30 -თან შედარებით მოიმატებს გაბარიტებში,გაიზრდება ბორბლების ბაზა. რათქმაუნდა იგი აწყობილი იქნება იმავე პლატფორმაზე, რაზეც Q ჰეჩბეკი. მომავალი Infiniti -ების ძრავების გამას შეადგენს 4 ცილინდრიანი ბენზინისა და დიზელის აგრეგატები. დანარჩენ ინფორმაციას კონცეპტის შესახებ ჩვენ შევიტყობთ მარტის დასაწყისში.