ვიდეო
Published on: 18 February 2015
92 წლის მძღოლმა პარკინგზე “ბოულინგი” მოაწყო
92 წლის რასსელ კერრი ამერიკის ტელევიზიის ვარსკვლავი გახდა, ეს მოხდა მას შემდეგ, როცა მან სუპერმარკეტის წინ მდებარე პარკინგზე 30 წამში 9 ავტომობილი დაამტვრია. კურიოზული ავტო საგზაო შემთხვევა, რომელშიც საბედნიეროდ არავინ დაშავდა დააფიქსირა რამოდენიმე კამერამ.
მისტერ კერრმა განმარტა, რომ ფეხის გაჭედვის გამო დაიმტვრა პირველი სამი ავტომობილი. “ამის შემდეგ მე პანიკაში ჩავვარდი და ჩემ თავზე კონტროლი დავკარგე” – დაამატა მოხუცმა. დავამატიებთ იმას, რომ სავარაუდოდ მოხუცი გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ამის შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ მისი ფსიქიკა და მხედველობა მწყობრშია, მოხუცს მართვის მოწმობა დარჩება.