Published on: 23 December 2014
Volvo გადაერთო ველოსიპედისტების უსაფრთხოებაზე
სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES -ზე, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა, Volvo -მ წარმოადგინა პროტოტიპი, რომელიც შეიმუშავა POC -სა და Ericsson -თან ერთად. პროტოტიპი ველოსიპედისტებს ავტომობილთან შეჯახების საშიშროებაზე ამცნობს. ჩვენს წინაშეა ახალი ნაბიჯი ამბიციური მიზნისაკენ , რომელიც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევების ნულამდე დაყვანას და რომელსაც შვედური კომპანია უკვე რამოდენიმე წელია მისდევს. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ასეთ უჩვეულო მეთოდს ჩვენ არ მოველოდით.
ვიდეო რგოლი დემონსტირებას აკეთებს ჯერ-ჯერობთ უსახელო სისტემის, რომლის პრინციპიც შემდეგში მდგომარეობს: შეტყობინების ბლოკი ყენდება ველოსიპედისტის ან მოტოციკლეტისტის ჩაფხუტში და მოძრაობის დაწყების წინ იგი უკავშირდება მოძრავი ავტომობილში არსებულ სმარტფონში დაყენებულ ამოცნობის ღრუბლოვან სერვისს. მომავალში, თუ ბრმა გზაჯვარედინზე ან სხვა სახიფათო სიტუაციებში ავტომობილი აღმოჩნდება ძალიან ახლოს. ორთვალა ტრანსპორტის მძღოლი მიიღებს სინათლის ან ხმის გაფრთხილებას. ეს ყველაფერი კარგად არის ნაჩვენები Volvo -ს ვიდეო რგოლში. ნახეთ და შეაფასეთ.