Published on: 20 December 2014
Volkswagen -ი წარმოგვიდგენს ტელემეტრიის სისტემას Race App -ს
Volkswagen -ის ევროპელმა დილერებმა დაიწყეს ახალ გაჯეტზე შეკვეთების მიღება, რომელიც მარკის აქსესუარების რიცხვში შედის. ეს არის მანძილის გაზომვისა და დამუშავების ტელემეტრიული სისტემა. იგი შედგება ორი მოდულისგან: ავტომობილში ყენდება ბლოკი LogBox, რომელიც ღირს 299 ევრო, შემდეგ კი მონაცემების ინტერპრეტაციაზე ზრუნავს უფასო აპლიკაცია სმარტფონებისთვის Race App -ი. ინფორმაციის გაცვლა სისტემაში ხდება Bluetooth პროტოკოლის მეშვეობით.
LogBox -ი აგროვებს და იწერს საკმაოდ ბევრ პარამეტრს, რათა თქვენ შეგეძლოთ იგრძნოთ თავი პროფესიონალ მრბოლელად. ეს პარამეტრებია: სიჩქარე, დინამიკა, ძრავის ბრუნი და ა.შ. რათქმაუნდა არის ასევე ვიდეოს ჩაწერისა და ტაიმერის ფუნქციებიც.
დააყენეთ თქვენი სმარტფონი დამხმარე საშუალებებით ტორპედოზე და დააკონფიგურირეთ Race App -ის ინტერფეისი, რის შემდეგაც შეძლებთ დააკვირდეთ თქვენს შედეგებს რეალურ დროში.