სტატიები
Published on: 04 December 2014
გაიგე შენი მანქანის ასტროლოგიური ნიშანი – ირაოს ახალი კამპანია
სადაზღვევო კომპანია ირაომ დაიწყო მისი ქვე-ბრენდის “კასკო”ს საპრომოციო კამპანია, რომელიც ავტმობილის ასტროლოგიურ პროგნოზზე დაყრდნობით მიმდინარეობს.
იმისათვის რომ მომხმარებელმა გაიგოს თავისი ავტომობილის ასტროლოგიური ნიშანი და შემდეგ მოისმინოს ავტომობილის ასტროლოგიური პროგნოზი, უნდა ესტუმროს ვებ-გვერდ www.casco.ge-ს ან ირაოს FB გვერდს. ხოლო ასტროლოგიური პროგნოზის მოსმენის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ავტოდაზღვევის ღირებულების დათვლა საიტზე განთავსებული ავტოკალკულატორით, რომელიც მორგებულია მძღოლის ინდივიდუალურ მონაცემებზე.