Published on: 22 November 2014
23 ნოემბერიდან ვისოლის ქსელში საწვავი კიდევ იაფდება!
23 ნოემბერს, გიორგობას კომპანია „ვისოლი“ ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასის კიდევ 3 თეთრამდე შემცირებას გეგმავს და პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასის ნიშნული გარკვეულ პროდუქტებზე 2 ლარიან ზღვარს ჩამოსცილდება. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით „ვისოლი“ ფასებს უკვე მეხუთედ ამცირებს და ქსელში კომპანიის პროდუქტების ფასმა ჯამში უკვე 20-თეთრამდე დაიკლო.
«მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი კიდევ 3 თეთრამდე შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება” – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.