Published on: 18 November 2014
ავტომობილის სალონის მოდერნიზაცია საკუთარი ხელებით
ყოველწლიურად ავტომობილების რაოდენობა გზებზე იზრდება.ზოგჯერ ჩვენი ავტომობილის სალონში გვინდა შევიგრძნოთ კომფორტულობა და ექსკლუზიურობა . ზოგიერთ შემთხვევაში მოძველებულ ავტომობილის სალონზე ფულის დახარჯვით შეიძლება არც ისე ცუდი შედეგის მიღწევა.
პირველ რიგში უნდა შეიცვალოს სავარძელი. უმჯობესია შევიძინოთ ახალი, მითუმეტეს თუ მას აქვს ექსპლუატაციის დიდი პერიოდი, რადგან მისი შეკეთება მნიშვნელოვან ეფექტს არ მოგვცემს.
სავარძლების ტონის მიხედვით უნდა გადაეკვრას სალონს ტყავი. ამასთანავე თუ თქვენ მაინცდამაინც არ გიტაცებთ ფუფუნება და არ გინდათ ზედმეტის დახარჯვა, შესაძლებელია ტყავის შემცვლელი მატერიების გამოყენებაც. სინთეტიკური მატერიები დაგეხმარებათ მცირე დანახარჯებით შექმნათ სალონის ფუნქციონალური და ეფექტური ინტერიერი.
ავტომობილის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს აკუსტიკური სისტემა. უმჯობესია საუკეთესო ხარისხის შერჩევა, იმშემთხვევაშიც თუ თქვენ არ გაიყვართ ხმამაღალი მუსიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში დროთა განმავლობაში ინანებთ თქვენს არჩევანს.
უმჯობესია აკუსტიკური სისტემის არჩევა სინათლის ინდიკატორებით, რომელიც შეეწყობა ინტერიერის სტილს. აქ შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარებაც. სურვილის შემთხვევაში შეიძლება სხვა პატარ-პატარა დეკორატიული ნივთების შეძენაც, რომლებიც ხაზს გაუსვამენ ინდივიდუალურობას.