Published on: 14 November 2014
2015 წლის Ford Everest -ი
ზაფხულის ანონსისა და ტიზერების შემდეგ Ford -მა წარმოადგინა სრულიად განახლებული Everest -ი. 2015 წლის ჯიპი, რომელიც გაყიდვაში შემდეგი წლის დასაწყისში გამოვა.
ახალი Everest -ის გარეგნულ მხარეს უფრო კარგად ნახავთ ქვემოთ მოყვანილ სურათებსა და ვიდეოში. ჩვენ კი პირდაპირ ციფრებსა და ფაქტებზე გადავალთ. ავტომობილი მზად არის შორ და უსწორმასწორო გზებზე ატაროს 3 ტონიანი მისაბმელი. თვითონ კი შეუძლია 750 კგ ტვირთის გადატანა აქედან 100 კგ სახურავით.
Ford -მა ავტომობილის აღჭურვილობაში შეიტანა SUV -ი, რომლის კომპლექტაციაში შედის მთაში და მთის ძირში სტარტის დროს დამხმარე სისტემა, “ბრმა ზონების” საინფორმაციო სისტემა, ადაპტიური კრუიზ-კონტროლერი, ESP და ბევრი სხვა. ძრავების ხაზი შედგება ბენზინის 2,0 ლიტრიანი EcoBoost ძრავისა და Duaratorq დიზელის 2,2 და 3,2 ლიტრი მოცულობის ძრავებისაგან. ძრავების სიმძლავრე დამოკიდებული იქნება ბაზრის მოთხოვნებზე. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ის იქნება 6 საფეხურიანი ავტომატიკა ან მექანიკა.