Published on: 12 November 2014
Mercedes-Maybach S600 -ი დებიუტისთვის მზად არის
Mercedes -მა წარმოადგინა ახალი S-class -ის ფოტო-ტიზერები. ეს გახლავთ ზეკომფორტული S600, რომელიც წარმოდგენილი იქნება Mercedes-Maybach ბრენდის სახით. ავტომობილის პრემიერა გაიმართება როგორც ჩინეთში ასევე ლოს-ანჯელესის ავტოსალონში.
რაღაც დროის მანძილზე ბიტურბინირებული V12 ძრავით აღჭურვილი ახალი ავტომობილი სათავეში ჩაუდგება S-class -ის ხაზს, როგორც ყველაზე გრძელი, ყველაზე მდიდრულად გაწყობილი და ყველაზე ძვირადღირებული მოდიფიკაცია.
Mercedes -ი თავის კლიენტებს პერსონალიზაციის ფართო პროგრამას პირდება – სუპერსედანის ინტერიერის გაფორმება თავის გემოვნებაზე ყველას შეეძლება ( რათქმაუნდა თუ შეძლებენ ამაში რამოდენიმე ასეული ათასი ევროს დახარჯვას ) .