Published on: 07 November 2014
გაიცანით ყველაზე ძვირადღირებული Range Rover -ი
Jaguar Land Rover -ის ახლად გახსნილმა ქვედანაყოფმა სახელად Special Vehicle Operations (VSO) Range Rover -ის ახალი სპეცვერსიის შესაქმნელად ძალები გააერთიანა იარაღის ბრიტანულ კომპანია Holland & Holland -თან.
გარეგნულად ახალი მოდელის განსხვავება შესაძლებელია მუქი-მწვანე ფერითა და სტილიზებული რადიატორის ჩარჩოთი. გაცილებით მეტი სიახლე არის ავტომობილის სალონში. პირველ რიგში ეს არის ორი განცალკევებული უკანა სავარძელი, რომელთა შორის განთავსებულია საკეცი მაგიდები. ალბათ ყველაზე საინტერესო ცვლილება საბარგულშია, სადაც განთავსებულია იარაღის შესანახი ყუთი, რომელიც მოპირკეთებულია ისეთივე ხისა და ტყავის მასალებით, როგორიც გამოყენებული არის სალონში. ამის გარდა საბარგულის დაკიდებულ კარებზე დამონტაჟებულია მოძრავი სექცია, რომლის გამოყენებაც პიკნიკის დროს მაგიდის როლშია შესაძლებელი.
Land Rover -ი და Holland & Holland -ი წელიწადში RR -ის ზემოთ ხსენებული ვერსიის 40 ეგზემპლარს გამოუშვებენ. ამასთან თითოეულის ფასი შეადგენს 230 000 ევროს და ითვლება RR -ის ყველაზე ძვირადღირებულ მოდელად.