Published on: 05 November 2014
Volvo V60 -მა Cross Country ვერსია მიიღო
Volvo -მ უნივერსალ V60 -ის “ყველგანმავალი” ვერსია წარმოადგინა შემდეგი სახელწოდებით – Cross Country. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართება ამ თვეში ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე. ხოლო ბაზარზე მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა.
როგორც Volvo -ში იძახიან ავტომობილი აღჭურვილი იქნება გამოსაბოლქვი სისტემის ორი სპორტული მილით. სალონი მოპირკეთებული იქნება ტყავით (შესაძლებელია ორ ფერა გაფორმება). ზოგიერთ ბაზარზე V60 Cross Country ხელმისაწვდომი იქნება 5 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც განავითარებს 250 ცხენის ძალას, ხოლო ძრავის დანარჩენი ვარიანტები წარმოდგენილი იქნებიან Drive-E -ს ახალი ოჯახიდან. ერთი სიტყვით ველოდებით ცოცხალ დებიუტსა და ბაზარზე გამოსვლას.
მანამდე კი ნახეთ სურათები: