ვიდეო

Published on: 05 November 2014

NASCAR -ის ორმა პილოტმა რბოლის შემდეგ იჩხუბა


NASCAR Sprit Cup რბოლაზე მომხდარი ინციდენტი ჩხუბით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმა პილოტმა და მათმა მექანიკოსებმა. ჯეფ გორდონი მუშტების საშუალებით შეეცადა დაემტკიცებინა ბრენდ კესელოვკისთვის, რომ გასწრება, რომელიც მას პოტენციური გამარჯვების ფასად დაუჯდა, იყო არასპორტული.

ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში ნაჩვენებია თვითონ ინციდენტი, რომლმაც ჩხუბი გამოიწვია. 2 ნომერი ავტომობილი (კესელოვსკი) მჭიდროდ ეკვრის მოწინავე ავტომობილს ნომრით 24(გორდონი), რომელიც საბურავის გახეთქვის გამო დატრიალდა. NASCAR -ის ოთხი გზის ჩემპიონმა ხელიდან გაუშვა მნიშვნელოვანი მოგება – გასაკვირი არ არის, რომ ფინიშის შემდეგ მას ასეთი რეაქცია ჰქონდა. სარბოლო სერიის უმფროსობა გაგებით მოეკიდა ამ ამბავს და არ დასაჯა პილოტები, სამაგიეროდ მათი გუნდის ხელმძღვანელებმა მიიღეს ჯარიმა 50 000 დოლარის ოდენობით. ხოლო ჩხუბში მონაწილე მექანიკოსები იმის გარდა, რომ დააჯარიმეს თვითეული 10 000-25 000 დოლარით, ისინი აგრეთვე ჩამოაშორეს რბოლის 3 ან 6 ეტაპიდან.

ეს კი გორდონისა და კესელოვსკის ინტერვიუები ჩხუბის შემდეგ.

თეგები: ,


Back to Top ↑