Published on: 02 November 2014
შემოდგომის გზები: წვიმა, გუბეები. აკვაპლანირება. რეკომენდაციები.
საიდუმლო არ არის, რომ ცუდი ამინდი ტარების პროცესის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორის გამომწვევია. წვიმის წვეთები ავტომობილის მინებზე, აგრეთვე მათი დაორთქლვა მძღოლის მხედველობას ზღუდავს.წვიმიან ამინდში, განსაკუთრებით მის დასაწყისში საგრძნობლად უარესდება ავტომობილის ბორბლების მოჭიდების კოეფიციენტი გზასთან. ეს დაფუძვნებულია იმაზე, რომ წვიმის დაწყებით ფაზაში წვეთები არ რეცხავენ გზის მტვერს, არამედ აერთიანებენ მათ, რომელთაც შემდეგ პატარა კენჭები და რეზინის ნაგლეჯები ემატება. მოცემული ნარევი კი თავის მხრივ ხელს უწყობს მოცურებას. შესაძლოა ამან აკვაპლანირებაც (საბურავის მოჭიდების დაკარგვა სავალ გზასთან, რომელიც გამოწვეულია საბურავსა და გზას შორის არსებული წყლის ფენით)გამოიწვიოს.
ჩვეულებრივ აკვაპლანირება ხდება ავტომობილის სველ გზაზე 60კმ/სთ სიჩქარის ზემოთ მოძრაობისას. ჩვეულებრივი რეზინის გამოყენებისას, წარმოიქმნება სიტუაცია, როდესაც მაღალ სიჩქარეზე საბურავები, ვერ ასწრებენ ზედაპირიდან წვიმის წყლის გამოდევნას, ასეთ დროს მატულობს ავტომობილის მოცურების საშიშროება.
აკვასაბურავებში მოცურების პრობლემა გადაჭრილია სპეციალური არხების შექმნით, რომლის მეშვეობითაც წყალი გამოიდევნება საბურავებიდან, რაც უზრუნველყოფს საბურავების მოჭიდების გაზრდას ზედაპირთან.
გუბეების გადალახვა – ერთი შეხედვით არც ისე რთულია. მაგრამ თუ დიდი სისწრაფით შეეცდებით მათ გადალახვას,მკვეთრი შეჯახებისგან შესაძლოა საჭე ვეღარ დაიმორჩილოთ. ამის გარდა გუბეში შეიძლება დაგხვდეთ მოულოდნელი სიურპრიზები. ისეთები როგორებიცაა: ლურსმნები, ღრმა ორმოები, საკანალიზაციო ლუქები და ა.შ.
რეკომენდაციები:
– წვიმის პირველივე წვეთებიდანვე მოუკელით სისწრაფეს, ატარეთ ფრთხილად და მოერიდეთ მკვეთრ მანევრებს.
– ძლიერი წვიმის დროს ჩართეთ ახლო განათების ფარები, რათა სხვა მძღოლებმა უკეთ შეძლონ თქვენი ავტომობილის შემჩნევა.
– წინასწარ ჩართეთ საქარე მინის შუშის გამწმენდი, რათა საწინააღმდეგოდ მომავალ ავტომობილთან მიახლოვებისას წყლის შხეფების გამო არ დაკარგოთ მხედველობა.
– გაითვალისწინეთ აკვაპლანირების ალბათობა.
– ყურადღებით იყავით საპირისპიროდ მომავალი ავტომობილების დანახვისას, რათა დროულად შეძლოთ რეაგირება მათ მოქმედებებზე.
– გუბეზე გადასვლისას უმჯობესია გაზის პედალს ფეხი აუშვათ.
– თუ შესაძლებლობა გაქვთ აარიდეთ წყლის გუბეს თავი.
– თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, რომ გუბის გადალახვა შეგიძლიათ, დაელოდეთ სხვა ავტომობილს, რომელიც ამას შეძლებს და ამის შემდეგ, დარწმუნებულმა იმაში, რომ გუბის გადალახვა შესაძლებელია, გააგრძელეთ გზა.
– პატარა გუბეები გაატარეთ საბურავებს შორის.
– არ შეხვიდეთ ღრმა გუბეში დიდი სიჩქარით, რათა არ დაასველოთ ძრავა. შეუფერხებლად გადაიარეთ პირველი სიჩქარით და არ შეცვალოთ იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წყლის მოხვედრა გამოსაბოლქვ სისტემაში.