Published on: 29 October 2014
სჭირდება თუ არა ავტომობილს სიგნალიზაცია?
დღეს-დღეისობით არსებობენ ბევრი ფირმები, რომლებიც ცდილობენ დაუმტკიცონ თავის კლიენტებს, რომ სიგნალიზაციის დაყენება – განუყოფელი ნაწილია ავტომობილის უსაფრთხოების სისტემაში.
პოპულარულია ავტოსიგნალიზაციის შემდეგი ტიპები:
- ცალმხრივი.
- ორმხრივი.
- GSM – სიგნალიზაცია
ცალმხრივი სიგნალიზაცია – ეს არის გატაცების საწინააღმდეგო სიგნალიზაციის ერთ-ერთი სახე, რომელიც გამოგონებული იქნა ყველაზე პირველად. ამ ტიპის სიგნალიზაციის ერთადერთი უპირატესობა მისი დაბალი ფასია. ამასთან ერთად არ შეუძლიათ დაიცვან ავტომობილი დაუპატიჟებელი სტუმრის შემოპარვისგან. სიგნალიზაციას განგაშის სიგნალი ძალიან პატარა აქვს და ვრცელდება მცირე რადიუსზე, ამიტომ მისი გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომობილი დგას სახლთან ახლოს ან ხართ ყურადღებით.
ორმხრივი სიგნალიზაცია -ამ ტიპის სიგნალიზაციის მთავარი უპირატესობა ის არის , რომ შეუძლია შორ მანძილზე ავტომობილის მდგომარეობის დეტალების გადაცემა. ჩამონტაჟებული პეიჯერის საშუალებით სიგნალი გადაეცემა ბრელოკს, რომელზეც აისახება სიგნალიზაციის ამუშავების მიზეზი.
GSM – სიგნალიზაცია – ეს არის ახალი დაცვის სისტემა, რომელიც დროის მოკლე პერიოდში გახდა საკმაოდ პოპულარული. ავტომობილის გატაცების დროს ავტომფლობელს მისდის მობილურ ტელეფონზე sms შეტყობინება ან ხმოვანი სიგნალი. ამ ტიპის სიგნალიზაციის მთავარი უპირატესობა მისი შეუზღუდავი მოქმედების რადიუსშია.