სტატიები
Published on: 29 October 2014
Nissan Kicks ისწრაფვის სან-პაულუს ავტოშოუსკენ
Nissan -ი კონცეპტ Kicks -ის პრემიერას სან-პაულუს ავტოშოუზე გამართავს. პრემიერისთვის ადგილი რათქმაუნდა შემთხვევით არ არის შერჩეული – Kicks -ის სერიული ვერსია განკუთვნილია ბრაზილიისათვის. ამასთან ერთად სხვა ბაზარზე გასვლაც სრულიად დასაშვებია, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არარის მიღებული. ცნობილია ის, რომ ეს მოდელი შესაძლოა გახდეს Juke -ს ალტერნატივა.
პროტოტიპის შემუშავებაზე ერთდროულად მუშაობდა “ნისანის” სამი დიზაინერული ცენტრი (ამერიკული, ბრაზილიული და იაპონური). უფრო მეტი ინფორმაციისთვის დაველოდოთ პრემიერას, მანამდე კი შემოგთავაზებთ ფოტოებს: