Published on: 22 October 2014
Ford -ი Explorer -ის აფგრეიდს ამზადებს
ფოტოშპიონებმა დეტროიტში დააფიქსირეს Ford Explorer -ის განახლებული ვერსიის პროტოტიპი, რომელიც მსუბუქად იყო შენიღბული. პოპულარული მოცულობითი ჯიპი, ემზადება განახლების გასავლელად, რაც შეეხება არა მარტო მის გარეგნულ მახასიათებლებს, ასევე ტექნიკურსაც. ახალი მოდელის პრემიერა შესაძლოა ნომებრის თვეში ქალაქ ლოს-ანჯელესში შედგეს, მაგრამ დებიუტი ამ წლის იანვარს დეტროიტში უფრო შესაძლებელია.
კამოფლაჟის ზოლები ზუსტად მიგვანიშნებენ თუ სად უნდა ვეძებოთ განახლება. ავტომობილის წინა მხარე მთლიანად შეცვლილია ფარების, ჩარჩოსა და ბამპერის ჩათვლით. გვერდიდან განახლებები არც ისე შესამჩნევია, მაგრამ უმუშავიათ უკანა მხარეზე. შეცვლილია ბამპერი, ბაგაჟის კარები და ოპტიკა. სამწუხაროდ ავტომობილის სალონში პაპარაცების ობიექტივის შეღწევა ვერ მოხერხდა.
ცნობილია, რომ 2016 წლის Ford Explorer -ი მიიღებს EcoBoost ხაზის 2 ახალ ტურბოძრავებს. პირველი 2,0 ლიტრიანს, რომელიც განავითარებს 240 ცხენის ძალას და მეორე 2,7 ლიტრიან V6 ძრავას, რომელიც განავითარებს 300 ცხენის ძალას.