Published on: 17 October 2014
საჭის ჰიდროგამაძლიერებელი
თანამედროვე ავტომობილის უმეტესი რაოდენობა აღჭურვილია საჭის ჰიდროგამაძლიერებლით. მისი დახმარებით საჭეზე ძალის ზემოქმედება ნაკლებად გვიწევს. დღევანდელი დღისთვის ჰიდროსისტემების ელექტროგამაძლიერელით ჩანაცვლება მიმდინარეობს.
საერთო ჯამში საჭის ჰიდროგამაძლიერებელს არც ისე დიდი ყურადღება სჭირდება ავტომობილის მფლობელის მხრიდან. მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ბევრ ავტომოყვარულს ის დაუზიანებელი არ რჩება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც საერთოდ არ იციან, რომ სითხე ჰიდროგამაძლიერებლის ავზში უნდა შემოწმდეს პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში შეივსოს საჭირო დონით. ხოლო ქარხნულად მითითებული დროის გავლის შემდეგ კი აუცილებელია მისი შეცვლა. რაც შეეხება რემენს, მოსახვევებში ჭრიალისა და სტვენის მსგავს ხმებზე საჭიროა მისთვის ყურადრების მიქცევა.
იმისთვის, რომ ავარიდოთ ჰიდროგამაძლიერებელთან დაკავშირებულ პრობლემებს თავი, რეკომენდირებულია მოერიდოთ რულის ბოლომდე გადატრიალებას ან მის ტრიალს, როცა ავტომობილი გაჩერებულია, აგრეთვე მიაქციოთ ყურადრება რემენის დაჭიმულობასა და ზეთის დონეს.
ჰიდრო გამაძლიერებლის მუშაობის პრინციპი.