Published on: 17 October 2014
Lexus LS -ის მსუბუქი განახლება
Lexsus LS -ი მსუბუქად განახლდა 2015 წლის მოდელისთვის. როგორც განაცხადა Toyota -ს ლუქს კლასის ქბედანაყოფის პრეს ჯგუფმა : გარე და ტექნიკური მახასიათებლები სედანში დარჩა უცვლელი, ცვლილელები შეეხო მხოლოდ კომპლექტაციას და ინტერიერის დიზაინს.
ყველაზე მნიშვნელოვან განახლებად ალბათ საინფორმაციო-გასართობი სისტემა უნდა ჩაითვალოს. ნავიგატორს უკვე შეუძლია საცობების დროს შემოვლითი გზების ჩვენება , აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ საწვავი გითავდებათ კომპიუტერი გატყობინებთ ამას და გთავაზობთ ყველაზე მოსახერხებელ ვარიანტებს.
Lexus Enform აპილაკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება სმარტფონით დაქოქოთ ავტომობილი ან ჩააქროთ, დაბლოკოთ ან პირიქიტ ბლოკი მოხსნათ კარების საკეტს, აგრეთვე იძლევა კლიმატ კონტროლის მართვის საშუალებას.
ახალ მოდელში აგრეთვე დაამატეს სალონის LED განათება და გააუმჯობესეს უკანა ხედვის კამერა.