სტატიები

Published on: 29 October 2019

წარმოდგენილი იქნა BMW M8-ის უნივერსალი

ბოლო დროს BMW-ს დიზაინის სიახლეები ეხება მხოლოდ საფირმო რადიატორის ჩარჩოს, რომელმაც ზომაში საგრძნობლად მოიმატა, მაგრამ დიზაინის სერიოზულ ცვლილებებზე, როგორც ჩანს დიდად არავინ წუხდება. თუმცა უბრალო ადამიანები უმოქმედოდ არ არიან და ქმნიან საკუთარ ვერსიებს. ერთ-ერთი მსგავსი მაგალითი შეიძლება იყოს ხუთკარა უნივერსალი BMW M8 Gran Coupe, რომელიც შექმნა დიზაინერმა სახელწოდებით X-Tomi.

უნდა ითქვას, რომ საავტომობილო სამყაროს კონცეპტი მოეწონა. ბევრმა ექსპერტმა უკვე აღნიშნა, რომ წაგრძელებული სახურავი სედანს მოუხდა. ასეთი პროექტის სერიულ წარმოებაში გაშვების შანსი ძალიან ცოტაა, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა BMW-ში ყურადღება მიაქციონ ამ ნამუშევარს და რეალურ ავტომობილში გამოიყენონ.

 


Back to Top ↑