Published on: 24 September 2019
Volkswagen-ი ჩინეთს დიდ მინივენს აჩუქებს
იცით სად იყიდება ყველაზე საინტერესო ავტომობილები? – ჩინეთში! მწარმოებლებსიმდენად უყვართ ეს ბაზარი, რომ მზად არიან მისთვის სპეციალური მოდელიც კი შექმნან.
ყოველ შემთხვევაში Volkswagen-ი ასე იქცევა და ჩინეთისთვის მინივენ Viloran-ს ამზადებს. ავტომობილის დაფიქსირება ევაკუატორით გადაყვანისას მოხდა. ძარის უმეტესი ნაწილი ბრეზენტით არის დაფარული, მაგრამ უკანა კარით თუ ვიმსჯელებთ, ავტომობილი შესრულებული იქნება ახალი Volkswagen Touareg-ის სტილში.
რაც შეეხება ძარებს, საბარგულის კარზე შესაძლებელია 380 TSI წარწერის წაკითხვა. თეორიაში ეს ნიშნავს, რომ ავტომობილში გამოყენებული იქნება 2,0 ლიტრი მოცულობის ბენზინის ტურბო ძრავა, რომელიც 220 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.