სტატიები

Published on: 16 September 2019

Urus-ს მეტი შეუძლია

გერმანულმა ნიუნინგ-ატელიე Novitec-მა საგრძნობლად გაუმჯობესებული Lamborghini Urus-ი წარმოადგინა. ავტომობილმა უფრო მძლავრი ძრავა მიიღო, რის დახმარებითაც მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-მდე გაიზარდა. ოთხი ლიტრი მოცულობის V8 ძრავა დაკომპლექტებულია გადაპროგრამირებულ მართვის ელექტრონულ ბლოკთან, ასევე შეცვლილი გამოსაბოლქ სისტემასთან. რეზულტატში ავტომობილის სიმძლავრე 650-დან 780 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ხოლო ბრუნვითი მომენტი 850-დან 1030 ნმ-მდე.

გაუმჯობესებული კროსოვერი 0-100 კმ/სთ  აჩქარებას 3,3 წამში აკეთებს, რაც დაგვეთანმხმებით, რომ კროსოვერისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. შედარებისთვის გეტყვით, რომ Urus-ის სტანდარტული ვერსია ამ აჩქარებას 3,6 წამში აკეთებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑