Published on: 07 September 2019
ახალი KIA MOHAVE, დეტალები უკვე ცნობილია
ოფიციალურ ფოტოებთან ერთად კორეულმა ავტომწარმოებელმა რამოდენიმე დამატებითი მონაცემიც გაასაჯაროვა, ეს ეხება როგორც ავტომობილის მექანიკურ მხარეს, ასევე სხვა აღჭურვილ დეტალებსაც.
მთავარი აღსანიშნავი ამ ავტომობილში არის მისი სალონი. ავტომობილი აღუჭურვა ერთდროულად ორი 12,3 დიუმის მქონე მონიტორით – მძღოლის წინ და ცენტრალურ კონსოლზე, ასევე პრემიალური აკუსტიკური სისტემა Lexicon-ი. მულტიმედიური სისტემა მნიშვნელოვნად ჭკვიანი გახდა და ხმით მართვის მხარდაჭერა აქვს. ინტერიერი გაფორმებულია ტყავითა და ხის მასალებით, ამასთან ხელმისაწვდომია ორი ფერის ვარიანტიც.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Kia Mohave-მ მიიღო საჭის ახალი მექანიზმი და მართვის რეჟიმის ასარჩევი სისტემა, რომელშიც სტანდარტულ Comfort, Eco და Sport რეჟიმებთან ერთად შევიდა სამი “ყველგანმავლის” ვარიანტი – ქვიშისთვის, ტალახისთვის და თოვლისთვის. ავტომობილი აღიჭურვება სამი ლიტრი მოცულობის V6 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 260 ცხენის ძალასა და 560 ნმ. ბრუნვით მომენტს. ავტომობილი იქნება სრულამძრავიანი და აღიჭურვება 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.