სტატიები

Published on: 21 August 2019

ასე გამოიყურება ავტომობილი, რომელიც $20 მლნ-ად გაიყიდა

სააუქციონო სახლის Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ  $19,8 მლნ-ად McLaren F1-ის იშვიათი ეგზემპლარი გაიყიდა. ავტომობილის სერიული წარმოება 1992 წელს დაიწყო, პირევლი ავტომობილის პრემიერა კი მონაკოში გაიმართა.

სულ გამოშვებული იქნა 106 ეგზემპლარი, რომელთაგან 64 საერთო მოხმარების გზებისთვის იყო განკუთვნილი. 1993 წლიდან 2005 წლამდე მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი (386 კმ/სთ) სპორტული ავტომობილის ტიტული ეჭირა.

ავტომობილი აღჭურვილია 6,1 ლიტრი მოცულობის V12 ძრავით, რომელიც 680 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის კი სპორტქარს 4 წამი სჭირდება.

 

თეგები:


Back to Top ↑