სტატიები

Published on: 17 July 2019

BMW-ს მფლობელებმა ერთ სასარგებლო “სეკრეტის” შესახებ არ იციან

ბავარიული მარკის ხელმძღვანელობა გამოტყდა, რომ უნივერსალების ბევრი მფლობელი არც კი ეჭვობს ერთი, მაგრამ ძალიან პრაქტიკული ოფციის შესახებ. ეს ინფორმაცია BMW-ს პროდუქტების მენეჯერმა შტეფან ხორნმა გაამხილა. მისი თქმით, ცოტამ თუ იცის 3-ე და 5-ე სერის უნივერსალების უკანა კარებების მინების შესახებ, რომლებსაც აწევა-ჩაწევის ფუნქცია აქვთ.

ეს ოფცია ორივე მოდელზე უკვე რამოდენიმე წელია რაც ხელმისაწვდომია. ის საშუალებას იძლევა კარების გაღების გარეშე მოვათავსოთ სასურველი ნივთი საბარგულში.

როგორც აღმოჩნდა ამ ოფციის შესახებ კლიენტების უმრავლესობამ არ იცის. BMW-ს ინჟინრები კი ამის გამო იბრძვიან, რათა ის უნივერსალის შემდეგი მოდელებისთვის შემოინახონ. ამისთვის ხრონმა ჟურნალისტებს სთხოვა ამის შესახებ რაც შეიძლება ბევრი წერონ, რომ აღნიშნული ავტომობილების რაც შეიძლება მეტმა მფლობელმა გაიგოს ამ ოპციის შესახებ.

 

 

თეგები:


Back to Top ↑