სტატიები
Published on: 11 July 2019
მძღოლი 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის გამო 120 000 ევროთი დაჯარიმდა
“ბაფალო სეიბრზის” მცველი რასმუს რისტოლაინენი სიჩქარის გადაჭარბების გამო დიდი ზომის თანხით დაჯარიმდა. 24 წლის სპორტსმენი ფინეთის ქალაქ ტურკუში Mercedes-Benz G 500-ით 80 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. თუმცა გზის ამ მონაკვეთზე სიჩქარის 40 კმ/სთ-იანი შეზღუდვა მოქმედებდა. სიჩქარის 40 კმ/სთ-ით გადაჭარბების გამო ის 120 000 ევროთი დააჯარიმეს. ფინეთში ჯარიმის თანხა დამოკიდებულია დამრღვევის შემოსავალზე.
ამ შემთხვევაში ეს “ანტი რეკორდი” ეკუთვნოდა ფინელ მილიარდერს ანტი ილმარი აარნიო-ვიუხრის. მგზავრთა გადასასვლელთან არ გაჩერების გამო ის €77 808-ით დაჯარიმდა.