Published on: 20 June 2019
FISKER-ი ელექტრონულ კროსოვერს გამოუშვებს რომელიც მზის ბატარეებზე იმუშავებს
კომპანია Fisker-მა ახალი ელექტრონული კროსოვერის ტიზერი გამოაქვეყნა, რომელიც როგორც იძახიან Tesla Model Y-ის გაუწევს კონკურენციას. ავტომობილის სახურავი აღჭურვილი იქნება მზის პანელებით, რომლებიც ბატარეებს დამუხტავენ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს მსოფლიოში ამ ტიპის პირველი ავტომობილი იქნება, თუმცა წარმომადგენლები ტექნოლოგიის დეტალებზე ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. ამასთან ისინი დემონსტრირებას უწევენ იმ ფაქტს, რომ ავტომობილის სახურავი მოძრავი იქნება.
ცნობილია, რომ ავტომობილი აღიჭურვება ორი ელექტრო ძრავითა და 80 კვტ/სთ ბატარეების კომპლექტით, რომელთა დახმარებითაც ავტომობილს ერთ დამუხტვაზე 480 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილი 40 000 დოლარი ეღირება.