Published on: 05 April 2019
Volkswagen Passat-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სედანად იქცა
მაშინ, როდესაც ამერიკელი კლიენტები Volkswagen Passat-ის ახალი თაობით ტკბებიან, ევროპაშო განახლებულ ვერსიაზე შეკვეთების მიღება მაისის თვეში იწყება. ემდენში არსებულ კომპანიის ქარხანაში ავტომობილის აწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს, სადაც რამოდენიმე დღის წინ კონვეირიდან 30 მემილიონე Passat-ი ჩამოვიდა. ეს ციფრი Passat-ს ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ავტომობილად ხდის Golf-ის მერე.
Volkswagen-ი დიდი სიამაყით იტყობინება, რომ Passat-ი ახლა მსოფლიოში ითვლება არამარტო ყველაზე პოპულარულ ოჯახის ავტომობილად, ის ასევე ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის სედანებს შორის.
Passat-ის წარმოება 1973 წლის 14 მაისს ვოლფსბურგში დაიწყო. ის გამოშვებული იქნა როგორც VW 1600-ის შთამომავალი – ის აღჭურვილი იყო საჰაერო გაგრილების სისტემის მქონე ძრავით.
“მოცემულ მომენტში Passat-ს სამ კონტინენტზე არსებულ 10 ქარხანაში 100-ზე მეტი ბაზრისთვის ვაწარმოებთ. ეს Passat-ს ნამდილ გლობალურ ბესტსელერად აქცევს”- განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა ანდრეას ტოსტმანმა.