სტატიები

Published on: 14 May 2014

აღიმართება თუ არა ფორმულა 1-ის წამყვანი პილოტის უკან საქართველოს დროშა?

წარმატებულ ქართულ ემიგრანტულ ოჯახს, რომელსაც სამხრეთ აფრიკამ ყველაფერი მისცა, ერთი ოცნება აქვს: 600 მილიონიანი მაყურებლის წინაშე „ფორმულა 1“-ის წამყვანი პილოტის უკან ქართული დროშა აღიმართოს და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდეს. ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრი ნიკოლოზ სურგულაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო საუკეთესო 38 მრბოლელთან ერთად 2013 წლის სეზონის Formula Renault-ში საასპარეზოდ მიიწვიეს. Sazogadoeba. ge ნიკოლოზის მამას, გიორგი სურგულაძეს სამხრეთ აფრიკაში დაუკავშირდა და უშუალოდ მისგან შეიტყო, თუ რა აშორებს ოჯახს ოცნებიდან რეალობამდე.

1621692_549453591828845_1656179330_n

ბატონო გიორგი, თქვენი ოჯახის თითოეულ წევრს წარმატების განსაკუთრებული ისტორია გაქვთ –თქვენ, თქვენს მეუღლესა და შვილს, ნიკოლოზ სურგულაძეს. დავიწყოთ ნიკოლოზით, რომელსაცმრავალი გულშემატკივარი ჰყავს(არამატო საქართველოში)ისშესაძლოა, პირველი ქართველიფორმულა 1-ის პილოტი გახდეს.

-ნიკოლოზი დღეს მსოფლიოს საუკეთესო 38 მრბოლელს შორის Formula Renault-ს სერიებში ასპარეზობს. Formula Renault 2.0-ში 17-დან – 21 წლამდე ახალგაზრდა პილოტები ასპარეზობენ, სადაც, დაახლოებით, 3 წლის განმავლობაში მათ თავიანთი ნიჭი, შრომისუნარიონობა, ფიზიკური და გონებრივი მზადყოფნა და ასევე სხვა მრავალი თვისებაუნდა დაამტკიცონ.

Renault 2.0-ის სერია Formula 1-ის პილოტების მოსამზადებლად დღესდღეობით ნომერ პირველი სერიაა. დღევანდელი Formula 1-ის პილოტების უმეტესმა ნაწილმა Formula 1-მდე ამა თუ იმ Formula Renault-ის სერიებში გამოიარა. განსაკუთრებით გამოირჩევა Formula Renault 2.0, ვინაიდან მოპოვებული პოპულარობის გამო, ის მსოფლიოში დომინირებს და ერთადერთი სერიაა, რომელიც თავს უყრის მსოფლიოს ყველაზე მაღალი რანგის პილოტებს, რაც მათ შეფასებას და შედარებას ამარტივებს. სწორედ ამის გამო, დღეს Renault 2.0-ში ბევრი პილოტის შერჩევა Formula 1-ის გუნდების მიერ ხდება.

surguladze-pilotნიკოლოზმა თავისი კარიერა მოტოკროსში 6 წლის ასაკში დაიწყო და უკვე ერთი წლის თავზე სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ რეგიონების მოტოკროსის პირველობა დაიმსახურა (South African Motocross Northern Regions 50cc Seniors). მოტოკროსში ტრავმების მაღალი რისკის გამო, ნიკოს გადაყვანა კარტინგში გადაწყდა. მას დიდი დრო არ დასჭირვებია, რათა კვლავ აღმოჩენილიყო პოდიუმზე. პირველი გამარჯვება 8 თვის შემდეგ მოიპოვა. 9 წლიდან ნიკომ ასპარეზი ეროვნულ დონეზე დაიწყო და ძალიან მალე სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი გახდა. ტურნირში ROK Finals – იტალიაში, ნიკო საკვალიფიკაციო ეტაპში პირველი იყო, ტურნირზე ის უნდა გამოსულიყო სამხრეთ აფრიკის სახელით, მაგრამ საბედნიეროდ, მან საქართველოდან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა მსოფლიო არენაზე საქართველოს სახელით ეასპარეზა. 2010 – ში მან ასპარეზობა ევროპაში CIK-FIA და სერია WSK Karting – ში დაიწყო.

ბოლო წლებში თავის კარიერაში ნიკოლოზმა სერიოზულ საერთაშორისო წარმატებებს მიაღწია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მისმა ასპარეზობამ ფორმულა 1-ის ერთ-ერთი წამყვანი მენეჯერის, სტივ რობერტსონის ყურადღებაც დაიმსახურა.

რობერტსონი „ფორმულა 1“-ის ორი მსოფლიო ჩემპიონის, კიმი რაიკონენის და ჯენსონ ბატონის, მენეჯერია. 2012 წელს რობერტსონის მრბოლელთა შეფასების პროგრამაში, ნიკოლოზმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. ამ პროგრამას კირენ კროლი ხელძღვანელობდა, – ადამიანი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ლუის ჰამილტონის წარმატების უკან დგას.

2012 წლის დეკემბერში რობერტსონის არჩევანი „ფორმულა 1“-ის კანდიდატურის მოსამზადებლად სწორედ ნიკოლოზზე შეჩერდა. ექსპერტების აზრით, ნიკოლოზს რეალური შანსი აქვს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში „ფორმულა 1“-ის წამყვანი პილოტი გახდეს და ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს მაშტაბით 600 მილიონიანი მაყურებლის წინაშე წარმოადგინოს.

სამხრეთ აფრიკის საუკეთესო მრბოლელს სურს საქართველოს სახელით იასპარეზოს… რას ნიშნავსეს ნიკოლოზისთვის და პირადად თქვენთვის?

– ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, რეალობა ასეთია: ნიკოლოზს, სამწუხაროდ, თავიდან ბევრი რამ არ აკავშირებდა საქართველოსთან იმის გარდა, რომ ქართველი მშობლები ჰყავს და თვითონ საქართველოში სტუმრად არაერთხელაა ნამყოფი, მაგრამ რაც უფრო გაიზარდა, უფრო და უფრო მეტი საერთო იპოვა ჩვენს კულტურასთან და ღირებულებებთან. 2012 წელს, საქართველოში მორიგი სტუმრობის დროს ( მაშინ ნიკოლოზი უკვე 15 წლის იყო) მან შეამჩნია, რომ ბევრი ფასეულობა, რაც მასში დევს, საქართველოში უხვად მოიპოვება და მეტად პოულობს საერთო ენას თანატოლებთან საქართველოში. ჩემი მხრიდან, კი შემდეგს ვხედავ:

პირადად ჩემთვის და ჩემი მეუღლესთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენ ისევ ისეთივე ქართველები ვართ, როგორებიც ვიყავით 20 წლის წინათ, როცა სამხრეთ აფრიკაში გავემგზავრეთ. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ სამშობლოდან შორს მოგვიწია მოღვაწეობა, მაგრამ ჩვენთვის ამით არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქართველობით და ყველანაირად ვეცდებით, რომ ნიკოლოზის უკან პოდიუმზე ქართული დროშა აღიმართოს და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდეს. ნიკოლოზის გამოსვლა საქართველოს სახელით ბევრ ახალ წამოწყებას მოუტანს ჩვენს ხალხს და ქვეყანას და ზუსტად ეს არის, რისი დათმობაც ჩვენ არანაირად არ გვსურს!

მინდა ასევე აღვნიშნო რომ მოტორსპორტი ტექნოლოგიურ პროგრესთან და სამომავლო ტექნოლოგიებთან არის ასოცირებული და ასევე პირდაპირ არის მიბმული დღევანდელი მსოფლიოს მოწინავე კომერციულ, სადაზღვევო და საბანკო კომპანიებთან. ამ სპორტთან ასოცირება მსოფლიოს აჩვენებს, თუ როგორი პროგრესული განვითარებისკენ მიისწრაფის მონაწილე ქვეყანა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს პროგრესულ მომავალში.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამისათვის საზოგადოებრივ და საწყის ფინანსურ მხარდაჭერასსაქართველოს მთავრობისაგან და ქართული კომპანიებისაგან ელით, რა ეტაპზეა მოლაპარეკებები დამიიღეთ თუ არა რაიმე გარანტიები?

–მოტორსპორტში, ასევე როგორც ბევრ სხვა სპორტში, მსოფლიო პირველობაზე საასპარეზოდ საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა. ნიკოლოზის შემთხვევაში ჩვენ, საბედნიეროდ, მოგვეცა იმის საშუალება, რომ აქამდე მოგვეყვანა და გზის ¾ უკვე გავლილი გვაქვს, მაგრამ ამ ბოლო საფეხურებზე ასვლა მარტო ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამიტომ, მეორე წელია ჩართულები ვართ მოლაპარაკებებში სპორტის სამინისტროსთან. ნიკოლოზის „Formula Renault“-ში ასპარეზობის ბიუჯეტის 75% ჩვენი და ჩვენი უცხოური პარტნიორების მიერ დაფინანსებულია . შესაბამისად, საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა რომელიც ნიკოლოზის საქართველოს სახელით გამოსვლას უზრუნველყოფს, მინიმალურია და თანხის 25% -ს შეადგენს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი და დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფებით.

მინდა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მხრიდან დარჩენილი ბიუჯეტის მთლიანი დაფინანსება არ არის აუცილებელი. მნიშვნელოვანი იქნებოდა მხოლოდ გარკვეული ოდენობის მხარდაჭერა, რომელიც შესაძლოა, დიდ ამინდს არ შექმნიდა ნიკოს კარიერაში, მაგრამ აჩვენებდა, რომ სახელმწიფო ნამდვილად გვერდში უდგას ახალგაზრდების ასეთ წინსვლას. ასევე რთული არ უნდა იყოს სამინისტროსთვის ხელშეწყობა კერძო სექტორთან შეხვედრების ორგანიზებაში, რის შემდეგაც ნიკოლოზის მენჯერები გააგრძელებდნენ მათთან მუშაობას.

– ნიკო იოჰანესბურგში დაიბადა. ამბობენ, რომ „ქართული ფესვები ისეთი ღრმაა, რომ მნიშვნელობაარა აქვს, სად დაიბადე, თუ შენში ქართული წარმომავლობაა სამშობლო – საქართველოა“ ( თუმცა ესყოველთვის ასე არაა) – ნიკოს შემთხვევაში?

– მე ვფიქრობ, რომ ეს ოჯახზეა დამოკიდებული და კერძოდ ფასეულობებზე, რომლებსაც მშობლები ჩაუნერგავენ შვილებს. ჩვენი ბავშვები ქართულ ოჯახში გაიზარდნენ. ნიკოსთან მე და ჩემ მეუღლეს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა გვაქვს, შესაბამისად, მისთვის ახლოა ჩვენი კულტურა და ჩვენი სამშობლოს სიყვარული.

თქვენი და თქვენი მეუღლის საქმიანობის შესახებ მოგვიყევით – როგორ ცხოვრობთ, რა გიხარიათ, რა გწყინთ…

– ჩემი და მაკას საქმიანობა, ნიკოსთან შედარებით, ნაკლებად საინტერესო და საგრძნობლად მარტივია.

ამჟამად მე დაკავებული ვარ “Patina Lighting OEM”-ით. ეს არის ევროპული კომპანია, რომელიც აწარმოებს საკუთარ პროდუქციას – ძირითადად სპეციალიზირებულია ინდუსტრიულ განათებებზე. სათაო ოფისი დუბლინშია, R&D ხდება ციურიხში და დუსელდორფში, პროდუქცია იწარმოება გდანსკში. ამჟამად ვმუშაობთ საწარმო და სადისტრიბიუციო ცენტრზე იოჰანესბურგში, რომელიც მოემსახურება აფრიკას და შუა აღმოსავლეთს.

ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები არიან ფარმაცევტული კომპანიები: GSK, Pfizer, Covidiant. საკვების და სასმელის მწარმოებლები: Clover, Coca Cola, Pepsico, Diagio, Baileys. კომპიუტერული ინდუსტრია: IBM, Intel, Seagate Technology. ავიაკომპანიები: Bombardier, Lufthansa. სატრანსპორტო კომპანიები: DHL, DB Schenker,CEVA Logistics. მომპოვებელი და ნავთობკომპანიები : DeBeers, Corrib Oil და ასევე მრავალი სხვა საშუალო ზომის კომპანია.

კომპანია დაფუძნებულია ჯერი ჰამილტონის მიერ. ჩვენ საქმიანი ურთიერთობა დავიწყეთ 2010 წელს, 2013-ში კი პარტნიორები გავხდით.

ასევე ვარ ორი საწარმოს დამფუძნებელი: ერთი ავეჯის მწარმოებელია, მეორე – უჟანგავი ფოლადის პროდუქტების.

მაკას კარიერა სამხრეთ აფრიკულ კომპანია Discovery-სთან არის დაკავშირებული. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანია მოღვაწეობს ფინანსურ სერვისების სფეროში, რომელსაც მრავალი განხრა აქვს. სათაო ოფისი მდებარეობს იოჰანესბურგში, კომპანია სამხრეთ აფრიკაში და ასევე, მის საზღვრებს გარეთ –ინგლისში, ამერიკაში, ჩინეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში ოპერირებს. მაკა დღეს კომპანიის ყველაზე დიდი სისტემების დეველოპმენტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ნიკოლოზს ჰყავს უმცროსი და ლიზო. ლიზო ბევრად უფრო „მშვიდი“ სპორტით – ცურვით არის დაკავებული.

ჩვენი თავისუფალი დრო და ხშირად სამსახურებრივიც, ძირითადად ნიკოლოზის საქმიანობას მიაქვს.

გვიხარია, ის რომ ჩვენი შვილები მარტივად და სწორედ მოაზროვნე ახალგაზრდები არიან. ორივემ ადრეული ასაკიდან გაიგო, თუ რამდენი შრომა, თავდადება და თავგანწირვაა საჭირო შედეგის მისაღწევად.

ვწუხვართ, რომ ნიკოლოზის საქმიანობის მომართ ელემანტარული დაფასება ვერ დავინახეთ. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, სპორტის სამინისტროსში მთავარი არ არის გაგებული, რომ ნიკოლოზის სახით საქართველოს შესაძლებელია, უმაღლეს დონეზე კავშირების დამყარების და მარკეტინგის ინსტრუმენტები შევმატოთ. რაც უფრო მეტი მაღალი პროფილის, ცნობილი ადამიანი ეყოლება საქართველოს, მით მეტი ურთიერთობა ექნება მსოფლიოს უმაღლესი რანგის, როგორც კომერციულ, ასევე პოლიტიკურ პირებთან.

როდესაც ადამიანი სამშობლოს ტოვებსეს ადვილი არ არის და ხშირ შემთხვეაშიამასგანსაკუთრებული მიზეზი აქვსროდის და რატომ წახვედით საქართველოდან?

–1993 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია (ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტი) დავამთავრე. დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში ბევრს ვერ მივაღწევდი და სწორედ ეს იყო ჩემი წასვლის მიზეზი. 1994 წლის იანვარს საქართველო დავტოვე.

ემიგრაცია, ხშირ შემთხვევაში, გაჭირვებასთანაა დაკავშირებული. ალბათ, გაჭირვებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. ჩემთვის გაჭირვება იმ პერიოდში თბილისში უიმედოდ ყოფნა იყო. იოჰანესბურგში რომ ჩამოვედი და ცხოვრების ტემპი დავინახე, იმედი მომეცა.

რა მოგცათ აფრიკამ? –საქართველომ?

–აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და გამოცდილება მივიღეთ. ფაქტიურად, ჩვენი შეგნებული ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი აქ გვაქვს გამოვლილი. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ აქ დავინახეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია – მთავარია, რამდენად მოინდომებ. სამწუხარო ის არის, რომ ახლა, როდესაც შეგვიძლია აქ მიღებული გამოცდილებით და შეძენილი ურთიერთობებით საქართველოს განვითარებაში, თუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანა, ვერანაირ დაინტერესებას და ინიციატივას ვერ ვხედავთ საქართველოს მთავრობისაგან. საერთოდ საქართველოში რა საქმეზეც გვქონია საუბარი მთავრობის, თუ კერძო პირებთან, სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ელემენტარული ურთიერთობის ეტიკეტი არ არის დაცული და, თითქმის, ყველა შემთხვევაში საერთოდ უპასუხოდ დაუტოვებივართ.

რამდენიმე კვირისწინდიასპორის საკითხებში სახლმწიფო მინისტრმა, კოტე სურგულაძემდიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის ახალი პროექტის შესახებ ისაუბრამისი თქმით, პოლიტიკის თვალსაზრისით სტრატეგია ორ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილითუ რაუნდაგააკეთოს სახელმწიფომ იმ ხალხისთვისრომლებიც დაბრუნებას აპირებენ და უნდა განისაზღვროსპოლიტიკა იმ დიასპორის მიმართრომელიც საზღვარგარეთ დარჩენას გეგმავსბატონო გიორგი,როგორ ფიქრობთ , თქვენი ოჯახი რომელ სტრატეგიაში მოიაზრება?

–დღევანდელ მსოფლიოში ფიზიკურად სად ცხოვრობ მგონი, ძალიან დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ოჯახისთვის ასეა. მე და მაკა იოჰანესბურგში ვართ, მაგრამ ოპერაციების კონტროლი სხვადასხვა ქვეყნებთან უპრობლემოდ ხერხდება.

ჩვენ ვფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას შევძლებთ. მეც და მაკასაც 2013 წელს საკმაოდ საინტერესო პროექტები გვქონდა ჩამოტანილი განსახილველად, მაგრამ სამწუხაროდ, ინტერესის ნაკლებობის გამო, საქმე სერიოზულ განხილვამდეც არ მივიდა.

ამის შემდეგ ჩემი პროექტი სამხრეთ აფრიკის Trade and Industry დეპარტმენტში მივიტანე და აქ უკვე მუშაობაშიც არის მოყვანილი. ახლა სამხრეთ აფრიკელები დასაქმდებიან – შესაძლოა, ქართველები ყოფილიყვნენ. დამერწმუნეთ, ეს რომ წამგებიანი პროექტი ყოფილიყო, ისინი გრანტს არ დაამტკიცებდნენ და ჩვენთან პარტნიორობაში არ წამოვიდოდნენ. ასე რომ, 2015 წლიდან სამხრეთ აფრიკა მიაწოდებს პროდუქციას Intel-ს, Google-ს, GSK-ს და სხვა მრავალ Blue chip კომპანიას. ჩემი პარტნიორი, ჯერი ჰამილტონიც მყავდა ჩამოყვანილი საქართველოში და ერთად ვცდილობდით გაგვეგებინებინა, თუ რამდენად საინტერესოა დღევანდელ დღეს ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიების განვითარება. ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ საუბრის იქით წინ ვეღარ წავიწიეთ. სამხრეთ აფრიკაში ბევრი ლაპარაკი არ დაგვჭირდა, როგორც კი გაიგეს ვინ არიან ჩვენი კლიენტები და რა პროდუქციაზე ვმუშაობთ და თან ამ პროდუქციის ექსპორტზე, სტანდარტული 30% გრანტი 57% -ზე გაგვიზარდეს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროექტის განხილვაში პასიურობა ინდუსტრიის უცოდინრობის და გამოცდილების უქონლობის გამო იყო. სამწუხარო ის არის, რომ ვერანაირი ინტერესიც ვერ დავინახეთ ვინმეს ცოტა მეტის გაგება ეცადა. დარწმუნებული ვარ, მეტი ინიციატივა რომ გამოეჩინა ვინმეს, უცებ გაიგებდნენ ყველაფერს და ალბათ, სამხრეთ აფრიკელებზე უკეთესადაც კი.

ზუსტად იგივე სიტუაცია იყო მაკას პროექტზე, რომელიც IT ინდუსტრიის განვითარებას ეხებოდა. ლაპარაკი იყო რესურსების განვითარებაზე და IP ექსპორტზე. აქაც არანაირი ინტერესი არ გამოჩნდა. მაკა ყოველდღიურად ათასობით კაცს ასაქმებს მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილებში და ისინი, შესაძლოა, ხვალ ქართველები იყვნენ. როგორც ვფიქრობთ, ვერ მივდივართ გადაწყვეტილების მიმღებებთან.

გული მტკივა, როცა ამდენ ნიჭიერ ხალხს ვხედავ და… ძალიან ბევრის გაკეთება გვსურს, მუშაობა არ გვეზარება, მაგრამ ამას მარტო ვერ შევძლებთ, თანამშრომლობაა საჭირო ჯერჯერობით იმედს მაინც არ ვკარგავთ…

წყარო: sazogadoeba.ge


Back to Top ↑