სტატიები
Published on: 02 February 2019
Subaru პრემიერისთვის ახალ Legacy-ს ამზადებს
7 თებერვალს ჩიკაგოს ავტოსალონში იაპონური მარკა თავისი სედანის ახალ თაობას წარმოგვიდგენს. კომპანიამ Legacy-ს პირველი ფოტოები აჩვენა, ასევე გავიზიარა ინტერიერის ზოგიერთი დეტალიც, რომელიც ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ დიდად არ შეიცვლება.
მთავარი აქცენტი ინტერიერში გაკეთებულია საინფორმაციო-გასართობის სისტემის დიდ სენსორულ დისპლეიზე. ეკრანის ზედა ნაწილში გამოსახულია მედიასისტემის სექტორი, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია ცხრა ხატულა, მათ შორის ტელეფონის ნავიგაცია და სხვა პარამეტრები. ფიზიკური ღილაკები განთავსებულია დისპლეის გვერდებით, რომლებიც პასუხს აგებენ “ავარიულ ციმციმაზე”, რადიოს პარამეტრებსა და კლიმატ კონტროლზე.