სტატიები
Published on: 31 January 2019
მძღოლებისთვის ყველაზე სახიფათო ევროპული ქვეყნები დასახელდნენ
კვლევამ, რომელიც Canvas Holidays-მა ჩაატარა, აჩვენა, რომ ევროპული სახელმწიფოებიდან ავსტრია მძღოლებისთვის ყველაზე სახიფათო ქალაქია ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის მხრივ. ამ ქვეყანაში 10 000 მძღოლზე 43,6 საავარიო შემთხვევა მოდის, რაც დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა გერმანია, სადაც 10 000 მძღოლზე საშუალოდ 37,2 ავარია მოდის. სამეულს ხურავს ბელგია 37,2 სავარიო შემთხვევით.
ყველაზე უსაფრთხო ევროპულ სახელმწიფოდ მძღოლებისთვის აღმოჩნდა დანია. იქ 10 000 მძღოლზე 5 ავარია ფიქსირდება.