Published on: 08 December 2018
Nissan GT-R-ის სპეცვერსია 1 მილიონ ევროდ გაიყიდება
იაპონური მარკა იუბილესთან დაკავშირებით 720 ცხენის ძალის მქონე კუპის 50 ეგზემპლარს გამოუშვებს, რომელმაც მიიღო ინდექსი GT-R50. “ჩვეულებრივი” Nissan GT-R -ისგან ეს მოდელი განსხვავდება ძარითა და მატერიალებით. ახალმა პანელებმა და ორიგინალურმა ოპტიკამ საგრძნობლად შეცვალეს ავტომობილის იერსახე. ავტომობილი უფრო აგრესიული გახდა.
ავტომობილი აღიჭურვება კარგად ცნობილი 3,8 ლიტრი მოცულობოს ტვინ-ტურბო ძრავით, რომელიც Nissan-ის სპეციალისტების მიერ იქნა გაუმჯობესებული. შედეგად ის 720 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ( სტანდარტული 600 ცხ.ძ.). ავტომობილის ღირებულება 990 000 ევროს შეადგენს – ეს ექვსჯერ მეტია იმაზე, რაც “ჩვეულებრივი” Nissan GT-R Nismo ღირს. დილერები უკვე მზად არიან საიუბილეო მოდელზე შეკვეთების მისაღებად.