Published on: 19 October 2018
მილიარდერების ახალ ოცნებას Unico-ს დაარქმევენ
Lamborghini ჩამოყალიბდა თავისი პირველი ჰიბრიდული ავტომობილის სახელწოდებაზე. შეგახსენებთ, რომ ახალი მოდელის ჩვენება, რომელიც ქარხნულად LB48H-ით აღინიშნებოდა, ამ წლის ზაფხულში გაიმართა. ღონისძიება სრულიად დახურულ წრეში გაიმართა, რომელზეც Lamborghini-ის 200 “მეგობარი” იქნა დაპატიჟებული.
Lamborghini Unico შემშავებული იქნება Terzo Millennio-ს კონცეპციის შესაბამისად, რომელიც გასული წლის ნოემბერში იქნა წარმოდგენილი. მოკლედ, თუ კონცეპტი სრულიად ელექტრონული იყო, ამჯერად Unico ჰიბრიდის სახით წარმოგვიდგება.სავარაუდოდ ის აღიჭურვება 6,5 ლიტრი მოცულობის V12 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 800 ცხ.ძ.-ს და 50 ცხენის ძალის მქონე ელექტრონული ძრავით.
Unico-ს გამოშვება შესაძლოა წლის ბოლომდე დაიწყოს და მისი ღირებულება 2,5 მლნ ევრო იქნება. სულ ასეთი 63 ავტომობილი იქნება გამოშვებული.