სტატიები

Published on: 05 October 2018

Mercedes-მა პარიზში სერიული ელექტრონული კროსოვერი წარმოადგინა

Mercedes-Benz-ს არ უნდა ჩამორჩენილებში იყოს. რადგან Tesla-ს გახმაურებული Model X -ის შემდგომ Jaguar-მა და Audi-მ თავიანთი სერიული ვერსიები გამოიყვანეს. პარიზში წარმოდგენილი Mercedes-Benz EQC ასევე სერიულ ხასიათს ატარებს. თუმცა ავტომობილის საწარმოო ხაზის აწყობა ცოტათი მოგვიანებით, 2019 წლის მეორე ნახევრის შემდგომ დასრულდება. ასეთი ტემპით მას BMW გაუსწრებს, იმის მიუხედავად, რომ ბავარიელებმა ix3 მხოლოდ კონცეპტის სტატუსით წარმოადგინეს.

ტიზერები ამ ავტომობილის შესახებ ჯერ კიდევ ორი თვის წინ გავრცელდა.  წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფაქტს EQC-ს შესხებ.

  • კროსოვერი – ახალი ელექტრონული ოჯახის EQ-ს პირველი წარმომადგენელი, რომელშიც შემდგომში სხადასხვა ზომის და ძარის ავტომობილებს დაამატებენ.
  • EQC აწყობილია GLC-ის პლატფორმაზე, მაგრამ განსხვავდება ორიგინალური ძარით, ძალური აგრეგატითა და სალონის აღჭურვილობით.
  • ატომობილის იატაკ ქვეშ მოთავსებულია 80 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა, ხოლო ელექტრონული ძრავების საერთო სიმძლავრე 408 ცხ.ძ.-სა და 765 ნმ. ბრუნვით მომენტს შეადგენს.
  • ასეთმა წყობამ საბარგულის გაზრდილი მოცულობა უზრუნველყო – 500 ლიტრა.
  • სრულ დამუხტვაზე გასავლელი მანძილი 450 კმ-ს შეადგენს. თუმცა ეს მონაცემი რატომღაც მოძველებული ციკლით NEDC-ით გაზომეს. ასე, რომ რეალურად ავტომობილი სავარაუდოდ ნაკლებს გაივლის.
  • სწრაფი დამუხტვის ტერმინალზე ავტომობილის ბატარეები 40 წთ-ში 80%-ით იტენება.
  • ელექტრონული Mercedes-Benz EQC 400 2,5 ტონას იწონის.
  • მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 180 კმ/სთ-ით. 0-100 კმ/სთ აჩქარებას 5,1 წმ-ში აკეთებს.
  • EQC იაფი ნამდვილად არ ეღირება და მისი ფასი დაახლოებით GLE-ს გაუტოლდება.


Back to Top ↑