ვიდეო

Published on: 14 September 2018

BMW-ს ახალი, თვითმავალი მოტოციკლის „ტესტ – დრაივი“ მიუნხენში

წარმოიდგინეთ, მოტოციკლი, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება და სპეციალური პროგრამის საშუალებით გადაადგილდება. ბევრისთვის, მოსასმენადაც შიშის მომგვრელია. BMW-ს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი თვითმავალი, პირიქით, უსაფრთხოებისთვის შეიქმნა.

 

 

ახალი პროტოტიპი, კომპანიამ, მიუნხენში, სპეციალურ „ტესტ – დრაივზე“ წარადგინა. როგორც ამბობენ, მათი მიზანი იყო, სიახლე უსაფრთხოების ექსპერტებს შეეფასებინათ. მოტოციკლი, სპეციალისტებმა, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით გამოსცადეს. მათ დეტალურად უნდა გააანალიზონ ყველა ნიუანსი, გათვალონ რა საფრთხეები შეიძლება შეიქმნას მსგავსი ტრანსპორტით გადაადგილებისას. შემდეგ, კი თითოეული ეს დეტალი, ჩვეულებრივი მოტოციკლის აწყობისას გაითვალისწინონ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მძღოლებისა და მათი მგზავრების უსაფრთხოება.


Back to Top ↑