სტატიები

Published on: 31 August 2018

ავტომწარმოებლებმა დიზელის ძრავებზე უარი განაცხადეს

სავარაუდოდ მალე ევროპა შეწყვეტს მისთვის დამახასიათებელი დიზელის ძრავების გამონაბოლქვის სუნთქვას. დიზელგეითმა, მარეგურირებლების სანქციებმა და ამ საკითხთან დაკავშირებით მომხდარმა ყველა ამბებმა იზრუნეს იმაზე, რომ მთელი მსოფლიოს მაშტაბით დიზელის ძრავებზე მოთხოვნა შემცირებულიყო. საავტომობილო კომპანიებმაც რეაგირება არ დააყოვნეს და ბევრი მოდელის ახალ თაობაში დიზელი ამოიღეს.

მაგალითად Fiat-მა განაახლა თავისი კომპაქტვენი 500X და დიზელის ძრავა 3 ცილინდრიანი ბენზინის ძრავით ჩაანაცვლა. ასევე Honda CR-V-ს ახალმა თაობამ პირველად მიიღო ჰიბრიდული სისტემა და პირველადაა, რომ ის მიუწვდომელია დიზელის ძრავით.

Mitsubishi ყველა მოდელში ნერგავს ელექტრონიკას, ამიტომ მოვიდა დრო უარი ეთქვა დიზელზე ASX-სა და Outlander-ში. Porsche-მაც ახლახანს განახცადა დიზელის მოდიფიკაციების გამოშების შეწყვეტის შესახებ – ეს ეხება Maccan-ისა და Panamera-ს მოდელებს. სამაიეროდ გერმანული მარკის ჰიბრიდული ვერსიები შესანიშნავად იყიდება.

ასევე დიზელის ძრავებზე უარი თქვეს Skoda Fabia-მ, Opel Corsa-მა და Seat Toledo-მ. საინტერესოა ის, რომ Volvo V60-ის გამოშვების შემდეგ თავის ხაზში აქტუალურ დიზელის ძრავების შემუშავებას წყვეტს და კონცენტრირდება ჰიბრიდული და ელექტრონული ძალური აგრეგატების სრულყოფაზე.

რაც შეეხება იაპონელებს. Toyota ევროპაში დიზელის ძრავებით მხოლოდ ჯიპის ტიპის ავტომობილებს ტოვებს, ხოლო Camry, Verso და RAV 4 ბენზინისა და ელექტრონულ აგრეგატებზე გადაჰყავს.

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑