სტატიები

Published on: 29 July 2018

კანადელმა მამაკაცმა ხარჯების შესამცირებლად სქესი შეიცვალა

ყველაფერი იქიდან დაიწო, როცა 23 წლის კანადელმა დევიდმა გადაწყვიტა ახლად შეძენილი Chevrolet Cruze დაეზღვია. კომპანიის ოფისში მისვლისას ახალგაზრდა მამაკაცმა გაარკვია, რომ დაზღვევა მას 4,5 ათასი კანადრუდი დოლარი დაუჯდებოდა. ამან ახალგაზრდის იმედგაცრუება გამოიწვია და მან მენეჯერს ჰკითხა თუ რა დაუჯდებოდა მას დაზღვევა თუ ის ქალი იქნებოდა.

მას უპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში დაზღვევის საფასური 3,4 ათასი დოლარი იქნებოდა. ასეთმა უსამართლობამ დევიდი გააბრაზა. ის შეეცადა მენეჯრის დაყოლიებას იმაზე, რომ საბუთებში როგორც ქალი ისე ჩაეწერათ, მაგრამ უარი მიიღო.

ახალგაზრდა დანებებას არ აპირებდა. ის მივიდა იმ აზრამდე, რომ თვეში 91 დოლარის ეკონომიისათვის მას მხოლოდ “ქაღალდზე” სჭირდებოდა ქალად ყოფნა.

მას შემდეგ რაც დევიდმა დეტალურად შეისწავლა საკითხი, ის სპეციალურ ექიმთან წავიდა. ” ეს იყო საკმაოდ მარტივი. მე ვუთხარი ექიმს, რომ აღვიქვავ საკუთარ თავს ქალად და არ ვთვლი მამაკაცად” – ამბობს დევიდი.

მას შემდეგ რაც ახალგაზრდა მამაკაცმა ექიმისგან მიიღო საჭირო საბუთი, მან ოფიციალურ სტრუქტურას მიმართა დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად. გარკვეული პერიოდის მერე მას მოუვიდა დაბადების ახალი მოწმობა, სადაც დევიდი ქალად იყო წარმოდგენილი. რის შემდეგაც მან დაზღვევის უფრო იფად ყიდვა შეძლო, ვიდრე ეს “კაცად ყოფნის დროს” იყო შესაძლებელი.

“მე ვიყავი შოკირებული და ბედნიერი იმით, რომ მე გავტეხე სისტემა და მოვიგე. მე ჯერ კიდევ კაცი ვარ 100%-ით. მაგრამ კანონიერად მე ქალი ვარ” – აღნიშნა კანადელმა.

 

თეგები:


Back to Top ↑