სტატიები

Published on: 21 July 2018

ამერიკელი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში სამსახურში ფეხით მიდიოდა, Ford-ით დასაჩუქრდა

უოლტერ კარი (Walter Carr), რომელიც ალაბამას შტატში არსებული ქალაქ ბირმინგემიდანაა, დიდი ხნის მანძილზე სამსახურს ვერ პოულობდა. როდესაც 20 წლის ამერიკელმა როგორც იქნა მიიღო მტვირთავის პოზიცია ამას პირველივე დღეს ავტომობილის გაფუჭება დაემთხვა. მან მარშრუტი ნავიგატორში ნახა და ღამე ფეხით გაემგზავრა სამსახურისკენ. ახალგაზრდამ 32 კილომეტრი გაიარა, გზად ის პოლიციამ შეამჩნია და სტუდენტის საქციელით მოწონებულმა მას საუზმით გაუმასპინძლა, რის  შემდეგაც ახალგაზრდას სამსახურისკენ მიმავალი გზა “შეუმოკლა”.

სამსახურამდე 6 კილომეტრი იყო დარჩენილი, როდესაც მას მეორე პოლიციელი შეხვდა, რომელმაც ის სახლამდე მიიყვანა რომელშიც სტუდენტს უნდა ემუშავა. სახლის მეპატრონემ ისტორიის გაგებისას უოლტერს სატვირთო მანქანის მოსვლამდე დასვენება შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

როდესაც ახალგაზდა მამაკაცის საქციელის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა  ლიუკ მარკლინმა (Luke Marklin) შეიტყო, ის სანახავად მტვირთავს ეწვია და მას 2014 წლის Ford Escape აჩუქა.

კარი დეკემბერში სამედიცინო მეცნერების განხრით აპირებს კოლეჯის დამთავრებას. ამის შემდეგ მას უნდა სამხედრო მოვალეობის შესრულება და შემდგომ  ინსტიტუტში ფიზიკური თერაპიის შესწავლა. მან ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ის მხოლოდ სამსახურის პოვნითაც მოხარული იყო: “მე მინდოდა სამსახურში რვა საათზე ადრე მისვლა და ამით მეჩვენებინა, რომ მე მაქვს ამ სამსახურის ნებისმიერ ფასად მიღების სურვილი”.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑