სტატიები

Published on: 20 July 2018

Stella – ავტომობილი, რომელიც, მისი შემქმნელების თქმით, სრულად მზის ენერგიაზე მუშაობს

Stella ჰოლანდიური ავტომობილია და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სრულად მზის ენერგიაზე მუშაობს.

ავტომობილის ჭერი დაფარულია სპეციალური პანელებით, რაც, მათივე თქმით, იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მოძრაობისთვისაა საჭირო. შესაბამისად, მარაგი ბატარეაში გროვდება და მანქანა მას, აუცილებლობის შემთხვევაში, ავტომატურად იყენებს. სრულად დამუხტულ Stella-ს 600 კილომეტრის გავლის რესურსი აქვს. მასში 4 ადამიანი ეტევა.

აღსანიშნავია, რომ Stella-ს რამდენიმე, ვიზუალურად ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული მოდელი არსებობს.


Back to Top ↑