სტატიები

Published on: 28 June 2018

Lamborghini-მ ახალი სუპერქარი ააწყო

რამოდენიმე დღის წინ სუპერქარების მწარმოებელმა იტალიაში VIP კლიენტებისთვის ახალი ჰიპერქარის პრეზენტაცია მოაწყო. Lamborghini-ის ახალი ქმნილება ჯერ კოდურ სახელწოდება LB48H-ს ატარებს და შეზღუდული ტირაჟით იქნება გამოშვებული. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს ჰობრიდულ ძალურ აგრეგატს, რაც სერიული Lamborghini-სთვის პირველი შემთხვევაა.

ინსაიდერები იუწყებიან, რომ ავტომობილის ინტერიერის გაფორმებისთვის სტილისტური გადაწყვეტილებები გასული წლის კონცეპტის Terzo Millennio-სგან იქნა აღებული. ფოტოზე სწორედ Millennio-ს ხედავთ.

ღონისძიებაზე 200 ადამიანი იქნა მიწვეული, მარამ LB48H-ის ტირაჟი, როგორც იტყობინებიან, სავარაუდოდ 63 ერთეული იქნება. ავტომობილის ფასს რაც შეეხება ის 2,5 მილიონს შეადგენს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑