სტატიები
Published on: 07 May 2018
Ferrari 250 TdF მონაკოს აუქციონზე გაიყიდება
Ferrari 250 TdF – ავტომობილი რომელიც გამოკითხვის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია „ფერარის“ მოყვარულებისთვის. მისი სახელი ასოცირდება დახვეწილობასთან და ფერარის წარმატების პირველ ნაბიჯებთან.
აუქციონზე გასაყიდი Ferrari 250 TdF ერთ-ერთია სულ რაღაც 72 ეგზემპლარს შორის. მას რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს V ტიპის, 12 ცილინდრიანი ძრავი აქვს 3.0 ლიტრი მოცულობით. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ეს ავტომობილი საკოლექციო ანტიკვარად ჩავთვალოთ.
ამ ავტომობილის გასაყიდი ფასი 7 დან 9 მილიონ ევრომდე მერყეობს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ აუქციონზე გაცილებით ძვირად გაიყიდება.