Published on: 21 March 2018
Nissan-ი 370Z-ს შთამომავალზე მუშაობს: სრული ამძრავი, V6 და 400 ცხ.ძ.-ზე მეტი
ბრიტანული ავტოპორტალის Autocar -ის ინფორმაციით, 370Z-ის შთამომავალის შემუშავება უკვე მიმდინარეობს. კომპანია შემდეგ წელს ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე გეგმავს მის წარდგენას. ავტომობილი აწყობილი იქნება Infiniti Q60-ის ბაზაზე და მიიღებს სახელწოდება 400Z-ს.
ჩვენი კოლეგების ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ავტომობილი აღიჭურვება 400 ცხ.ძ. -ის მქონე V6 ძრავით. თუ ეს ინფორმაცია სწორია, მაშინ Nissan-ს სავარაუდოდ არ მოუწევს ახალი ძრავის შემუშავება და გამოიყენებს Q60 -ის 400ცხ.ძ. -ის მქონე ძრავას.
სავარაუდოდ თუ პროექტი ბოლომდე მივიდა, 400Z კონკურენციას გაუწევს Toyota Supra -სა და BMW Z4-ს, ასევე honda S2000 -ის შთამომავალს.
იმაში გასაკვირი არაფერია, რომ Nissan-ს 370z -ის შეცვლა უნდა. გასულ წელს შტატების ბაზარზე კომპანიამ 4 614 მოდელი გაყიდა, წინა წელს კი ეს ციფრი 5 913-ს უდრიდა, ხოლო 2015 წელს 7 391 ეგზემპლარს.